ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ადგილობრივ წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

08.05.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ადგილობრივ წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მირიან მაისურაძეს, ტირანაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში და ლუკა მაისურაძეს საქართველოს ჩემპიონს ქვიშის ჭიდაობაში, მნიშვნელოვანი მიღწევები მიულოცეს.
შეხვედრის ფარგლებში, დავით ლობჟანიძემ ხაზი გაუსვა სპორტსმენების შრომას და აღნიშნა, რომ მსგავსი წარმატებები ხელს უწყობს ონში სპორტის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
სპორტსმენებს, მიღწეული შედეგებისთვის, მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ონის მუნიციპალიტეტის მერია კვლავ აგრძელებს ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და წახალისებას

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა