9
24.04.2024წ.
მოსახლეობის საყურადღებოდ
ონის მუნიციპალიტეტი მერია უერთდება აქციას – “გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე”.
25 აპრილს, ხუთშაბათს, მერიის საკონფერენციო დარბაზში ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად გაიმართება აქცია, რათა აღმოიფხვრას სისხლის ბანკში არსებული დეფიციტი.
დონორისთვის ძირითადი მოთხოვნებია:
ასაკი 18-65 წ.
წონა 50-კგ-ზე მეტი;
არ უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტით და რკინადეფიციტური ანემიით დაავადებული;
არ უნდა იღებდეს ანტიბიოტიკებს და ჰორმონალურ მედიკამენტებს სისხლის ჩაბარების პერიოდში.
ასევე, ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდებათ შემდეგი ანალიზები:
სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი;
B და C ჰეპატიტი;
დიაბეტი;
აივ ინფექცია.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით ჩაერთოთ აქციაში, გაიღეთ სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე!