ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოფენა – გაყიდვა გაიმართა

06.04.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოფენა – გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ სხადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები.
ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე ესწრებოდნენ.
გამოფენის მონაწილეებს ხელმძღვანელმა პირებმა წარმატებები უსურვეს შემოქმედებით საქმიანობაში

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს