ონის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიმართა ნიჭიერი ახალგაზრდების ნახატების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მათი მრავალფეროვანი შემოქმედება.

ონის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიმართა ნიჭიერი ახალგაზრდების ნახატების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მათი მრავალფეროვანი შემოქმედება.
ღონისძიებას დაესწრნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და მოადგილე ირმა ჩიხრაძე,მათ დაათვალიერეს ახალგაზრდა ავტორების ნამუშევრები და წარმატებები უსურვეს შემოქმედებით გზაზე.
მსგავსი აქტივობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და წახალისებისთვის.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ახალგაზრდებს მეტი მოტივაცია და შესაძლებლობა მიეცეთ საკუთარი ნიჭის განვითარებისთვის.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს