სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტული აქტივობები ჩატარდა

06.04.2026წ.

6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტული აქტივობები ჩატარდა.
ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსმა უმასპინძლა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულ სკოლათაშორის ღონისძიებას — „მხიარული სტარტები“. პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა სახის აქტივობას, რომლებშიც რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.
პარალელურად, ონის საჭიდაო სკოლაში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რეგიონული ტურნირი გაიმართა. აღნიშნული სპორტული ღონისძიება დამსახურებული მწვრთნელების — როლანდ გოგრიჭიანისა და მიხეილ (მიშკიტა) მაისურაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სპორტული აქტივობების მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს