ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაგვანთაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების (მე-3 ეტაპი) დასრულდა

by magda

21.12.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაგვანთაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების (მე-3 ეტაპი) დასრულდა.
დასრულებული სამუშაოების მდგომარეობას ადგილზე ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კონტრაქტორმა კომპანიამ „დაგი +“ შეასრულა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 432 160 ლარი შეადგინა.
ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგი სისტემატიურად მიმდინარეობს.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, „მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების კეთილმოწყობა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა, ონის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content