14
3.04.2024
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების,კულტურის,ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – სონია გუგეშაშვილი,ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბაგა-ბაღის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მიერ მომზადებული თემატური მოკვლევის ანგარიში, “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე”
ასევე ისაუბრეს არსებული საჭიროებებისა და პრიორიტეტული საკითხების შესახებ.