27
11.10.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
სოფელ ჭალაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნულ სამუშაოებს ი/მ ზ. ჩიკვილაძე ახორციელებდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჭალაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოების შესრულების პროცესს.
სოფელი ჭალა:
ღირებულება : 13152,54 ლარი.
დაფინანსების წყარო: სოფლის მხარდაჭრის პროგრამა. 100% სახელმწიფო ბიუჯეტი
შემსრულებელი : ი/მ ზ. ჩიკვილაძე.