მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილესთან გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, მოქალაქეებს პირადად ხვდება

02.05.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილესთან გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, მოქალაქეებს პირადად ხვდება.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერი დეტალურად გაეცნო მოქალაქეების საჭიროებებს და შესაბამის სამსახურებს მათზე დროულ რეაგირება დაავალა.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია, კიდევ უფრო მეტად ამარტივებს საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენას და შესაბამისი პროცესის ეფექტურად მართვას.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღებისთვი ოთხშაბათი დღე არის განსაზღვრული, თუმცა მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმშიც აქვსს შესაძლებლობა შეხვდეს ქალაქის მერს.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა