რეგიონში გეოლოგიური საფრთხეების კუთხით არსებული გამოწვევები- ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სამუშაო შეხედრაზე განიხილეს

02.05.2024წ.

რეგიონში გეოლოგიური საფრთხეების კუთხით არსებული გამოწვევები- ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სამუშაო შეხედრაზე განიხილეს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები მსოფლიო ბანკის ექსპერტთან გეოლოგიის მიმართულებით ჯერალდ ვალენტინთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში იმყოფებოდნენ, სადაც საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო რწმუნებულთან -პაპუნა მარგველიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან- სერგი ხიდეშელთან.
შეხვედრაზე რეგიონში გეოლოგიური საფრთხეების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი პრევენციისთვის საჭირო ქმედებები განიხილეს.
სპეციალისტებმა, ექსპერტთან ერთად, შოვის სტიქიის ზონა, ასევე, სოფლების კომანდელის და ცხმორის მეწყრული კერები დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მისია საქართველოში გეოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობას, არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ და საკადრო რესურსებს აფასებს, რის საფუძველზეც მისიის მიერ მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა