ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა სოფელ ღარში მცხოვრებ მოსახლეობას

02.05.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა სოფელ ღარში მცხოვრებ მოსახლეობას. დაიტბორა საკარმიდამო ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.
სტიქიის დაწყებიდან მალევე ადგილზე იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი ოპერატიული ჩართულობით მოხდა მძიმე ტექნიკის მობილიზება და გატარდა პირველადი ღონისძიებები.
ამ დროისთვის სოფელ ღარში მდგომარეობა სტაბილურია. მოსახლეობას ახალი წყალმოვარდნის საფრთხე არ ემუქრება

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა