8
12.04.2024
მიმდინარე წლის 12 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის სოფ. პიპილეთში მდებარე ადმინისტრაციული შენობის (ს.კ 88.06.23.046) პირველი სართულის საერთო ფართიდან(70,144 კვ.მ) 17.618 კვ.მ ფართის ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ გადაცემის საკითხის შეთანხმების შესახებ.
6. ონის მუნიციპალიტეტის სოფ.საკაოში მდებარე ადმინისტრაციული შენობის(ს.კ88.07.23.017)მეორე სართულის საერთო ფართიდან (227.599კვ.მ) 81,743 კვ.მ ფართის ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით,უსასყიდლოდ გადაცემის საკითხის შეთანხმების შესახებ.