ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის საჯარო სკოლაში გამართულ „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრო

20.05.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის საჯარო სკოლაში გამართულ „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრო.
მერმა ახალგაზრდებს ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა და წარმატებები და მიზნების შესრულება უსურვა.
„დღევანდელი დღე თითოეული თქვენგანისთვის განსაკუთრებული და ემოციურია. გისურვებთ, ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების, იყოთ მიზანდასახულები და ღირსეულად გააგრძელოთ თქვენი ცხოვრების გზა. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და შრომით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევთ,“ — აღნიშნა დავით ლობჟანიძემ.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს