შეხვედრაზე მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ანგარიში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტების მიმდინარეობის და შესრულების ხარისხის შესახებ
მიმდინარე წლის 15 მაისს,ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრაზე მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ანგარიში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტების მიმდინარეობის და შესრულების ხარისხის შესახებ .
თათბირმა ტრადიციულად კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა და დაისახა კონკრეტული გეგმები ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად.
‼️მერის განცხადებით ,თითოეული დეპუტატი და წარმომადგენელი პირველ რიგში მოქალაქეების ინტერესის დაცვაზე არის პასუხისმგებელი,შესაბამისად თითოეულ მათგანს მოეთხოვება მაქსიმალური ჩართულობა ნებისმიერი პრობლემური საკითხის გადაჭრის პროცესში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა შპს”მექანიზატორის”მენეჯერი სოსო მელაშილი ,რომელმაც ხვნა-თესვის სეზონის დაწყებასთნ დაკავშირებით წარმომადგენლებს სახნავი მექანიზმის მომსახურების პირობები გააცნო.
უახლოეს მომავალში იგეგმება მერის მორიგი სამუშაო შეხვედრები მუნიციპალიტეტის თითოეულ თემში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, სადაც მათ საშუალება მიეცემათ სოფლიდან გაუსვლელად ესაუბრონ მერს მათთვის საინტერესო და პრიორიტეტულ საკითხებზე.