ამბროლაურში, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტების შემუშავებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

05.03.2026წ.

ამბროლაურში, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტების შემუშავებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დოკუმენტების შემუშავების ეტაპები, მეთოდოლოგიური მიდგომები, სტრუქტურა და ფორმატი. პროცესის ეფექტიანად და სრულფასოვნად წარმართვის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შორის კოორდინირებული მუშაობის საჭიროებაზე.
რეგიონულ სამუშაო შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, აპარატის ხელმძღვანელი მარიკა დვალი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო