ონის უჩა ჯაფარიძის სახელობის სახლში გაიმართა ნახატების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედება

04.03.2026წ

ონის უჩა ჯაფარიძის სახელობის სახლში გაიმართა ნახატების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედება.
ღონისძიებას დაესწრნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ალავერდ ხვედელიანი და გიორგი მარკოიშვილი, ასევე განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯომარე გიორგი მელაშვილი, რომლებმაც დაათვალიერეს ნამუშევრები და ახალგაზრდა ავტორებს წარმატებები უსურვეს.
მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა, ემოციები და შემოქმედებითი უნარები.
საკრებულო მომავალშიც განაგრძობს კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს