მოხალისეთა ორგანიზაციას – ა(ა)იპ „ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

06.03.2026წ.

მოხალისეთა ორგანიზაციას – ა(ა)იპ „ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და ორგანიზაციის დირექტორმა ედუარდ ჯიშკარიანმა მოაწერა.
მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში მოხალისეობრივი მიმართულებისა და შესაბამისი კონტენტის ჩამოყალიბებას და განვითარებას, მოხალისეობრივი ინიციატივების გაძლიერებას, ადგილობრივი რესურსებისა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას.
ა(ა)იპ „ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც 2023 წლის აპრილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და „საქართველოს გენერალთა კლუბის“ ინიციატივით დაფუძნდა. მისი მიზანია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ტოტალური თავდაცვის პრინციპის მხარდაჭერა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობა.
შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შედგა, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, სფეროს კურატორი მოადგილეები და რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Related posts

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.

დავით ლობჟანიძემ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა