USAID-ის “ძლიერი სოფლის პროგრამის” ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის – რეგიონულ კოორდინატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

01.12.2022წ.

USAID-ის “ძლიერი სოფლის პროგრამის” ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის – რეგიონულ კოორდინატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო “ძლიერი სოფლის პროგრამის მნიშვნელობას”, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე საწარმოებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უნარების გაძლიერებას.
პროგრამის კოორდინატორებმა, პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში, ონის მუნიციპალიტეტის მერს, ბიზნესსექტორთან, საზოგადოებრივ ინსტიტუტებსა და მეწარმეებთან შუამავლობა სთხოვეს.
სერგი ხიდეშელმა “ძლიერი სოფლის პროგრამის” მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე ისაუბრა, რომელიც ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების სახით, მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
შეხვედრის ბოლოს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელების ფარგლებში სამომავლო შეხვედრები დაიგეგმა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა