ონის მუნიციპალიტეტში საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი, აქტიურ რეჟიმში, მიმდინარეობს

02.12.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტში საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი, აქტიურ რეჟიმში, მიმდინარეობს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე მიმდინარე სამუშაოებს მოადგილესთან – ქრისტინე კობახიძესთან, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსთან – ლევან ცხვედიანთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე, გაეცნო.

პროექტი გულისხმობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას. მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „დაგი+“ ასრულებს, ხოლო სახელშეკრულებო თანხა 923 158 ლარს შეადგენს.

აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2023 წლის ივლისის თვეში იგეგმება

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს