35
➡️ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
✔️მიმდინარე წლის 5 თებერვალს შეხვედრები გაიმართა შემდეგ სოფლებში: გლოლა, ჭიორა, დიდი ღები და პატარა ღები.
✅შეხვედრებს ესწრებოდნენ გუბერნიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.
▶️სოფლებში შეხვედრებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ტარიელ ლობჯანიძემ მოსახლეობას გააცნო სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული, მესაქონლეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გაზაფხულიდან ამოქმედდება და მთის რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.