2
5/09/2026
ძვირფასო ონელებო, ჩვენი ქალაქის სტუმრებო !
გულითადად გილოცავთ ონელობის სახალხო დღესასწაულს!
ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან იგი ჩვენი ქალაქის ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციებსა და იმ ღირებულებებს უკავშირდება, რომლებიც თაობებს აერთიანებს და ონის განსაკუთრებულ იდენტობას ქმნის.
ონის სიძლიერე და მომავალი, უპირველეს ყოვლისა, მის ადამიანებში, მათ შრომაში, ერთობასა და მშობლიური კუთხისადმი სიყვარულშია.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ონელობის სახალხო დღესასწაულს გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, წარმატებასა და წინსვლას. გვქონოდეს შესაძლებლობა, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე, მისი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაზე.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი.
