მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

by newadmin newadmin

27/08/2026

მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის II კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
3. 2026 წელს ონის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 მაისის N15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. „ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძლის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის მიერ 2026 წელს ონის მუნიციპალიტეტის მოსახლოებისთვის გამოყოფილი და ათვისებული საშეშე მერქნის შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content