7
2.05.2026წ.
1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ქალაქ ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ღონისძიება “მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა” გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რაჭა- ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში და სასულიერო პირები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
მოწვეული სტუმრები: ქუთაის-გაენათის ეპარქიასთან არსებული ტრადიციულ საგალობელთა სტუდიასთან “სიხარული” არსებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძრის მგალობელთა გუნდი “სიხარული”
ხელმძღვანელი: გელათის სასულიერო აკადემია სემინარიის გალობის პედაგოგი, ლოტბარი შიო მუშკუდიანი.
ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის ბავშვთა გუნდი
ხელმძღვანელი: მორჩილი მარიამ ხუფენია.
ქორეოგრაფიული ანსამბლი “ორბა”
ხელმძღვანელი: გიორგი რეხვიაშვილი.
სცენარისტი: შორენა ლობჯანიძე
