0
14.05.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ქრისტინა კობახიძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები და მერის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, დაათვალიერეს ის ლოკაციები სადაც მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაო პროცესი.
ამ ეტაპზე ყველა პრობლემურ მიმართულებაზე შესაბამისი ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. პარალელურად, სპეციალური კომისია აქტიურად ახორციელებს ზარალის შესწავლასა და შეფასებას, რათა დროულად გატარდეს აუცილებელი ღონისძიებები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით.
გუშინ ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში გარკვეული პრობლემები შექმნა, რის შედეგადაც დაზიანდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა
