0
მიმდინარე წლის 17 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია:
1.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის/საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ვასილ მეტრეველის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
2.„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 მაისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
