0
26.04.2026წ.
მირიან მაისურაძე თავისუფალ ჭიდაობაში, ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!
ონელმა მოჭიდავემ, 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში შვეიცარიელი სამუელ შერერი 4:0 დაამარცხა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მიღწეულ წარმატებას მირიანს და უსურვებს კვლავ გამარჯვებებს სამომავლო ასპარეზობებში!
