სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ლობჟანიძესთან ერთად, სხვადასხვა სფეროში ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

by magda

08.03.2026წ.

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ლობჟანიძესთან ერთად, სხვადასხვა სფეროში ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა.
ქალთა საერთაშორისო დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს:
იზა ცხვედიანი – დამსახურებულ
პედაგოგს,
ნუნუ ლობჯანიძეს – დამსახურებულ ექთანს,
ნაილი ალიხანაშვილს – სკოლამდელი განათლების დამსახურებულ აღმზრდელს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ქალბატონებს იმ დაუღალავი და ერთგული შრომისთვის, რაც თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში გაწიეს. თითოეულ მათგანს ოჯახებთან ერთად დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვეს.
სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის ბიუროს წარმომადგენელმა ონში ელენე მაისურაძემ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content