ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, სოფელ უწერაში საჯარო სკოლის განახლებული სასწავლო სივრცეები დაათვალიერა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია

by magda

27.11.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, სოფელ უწერაში საჯარო სკოლის განახლებული სასწავლო სივრცეები დაათვალიერა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
შეხვედრაზე, მერი ადგილზე გაეცნო შესრულებული სამუშაოების ხარისხს და სკოლისთვის შექმნილ ახალ პირობებს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა, შიდა და გარე კედლების განახლება, დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა და გამაგრება, გალესვის სამუშაოები და საბოლოო დეკორატიული შეღებვა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 58 840 ლარი შეადგინა.
ონის მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად ახორციელებს განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რათა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შეიქმნას თანაბარი, ხარისხიანი და სტანდარტებთან შესაბამისი საგანმანათლებლო პირობები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content