ქალაქ ონში ყოფილი საჭიდაო დარბაზის ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია, 24 ნოემბერს 18:00 საათზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

by magda

20.11.2025წ.

ქალაქ ონში ყოფილი საჭიდაო დარბაზის ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია, 24 ნოემბერს 18:00 საათზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე, რომელიც გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გაიმართება, მერია პროექტის კონცეფციას წარადგენს.
ვიზიტორთა ცენტრის იერსახე შესაბამისობაში იქნება ქალაქის ურბანულ მოწყობასთან და მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც მუნიციპალიტეტის, ისე რეგიონის ტურისტულ მიმზიდველობას.
ახალ შენობასთან ერთად ასევე გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ვიზიტორთა ცენტრი ყოფილი საჭიდაო დარბაზის ადგილას აშენდება, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ ვიზიტორთა ცენტრის კონცეფციის განხილვის პროცესში.
რაც შეეხება საჭიდაო დარბაზს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქში უკვე ფუნქციონირებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჭიდაო დარბაზი, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content