2
18.11.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარეობას გაეცნო.
მერმა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო სამუშაოების მიმდინარეობისა და პროექტის დასრულების ვადებთან დაკავშირებით.
გარდამავალი პროექტის ფარგლებში, რომლის მე-4 ეტაპი ხორციელდება, უკვე მოწყობილია 8-კილომეტრიანი საგზაო ინფრასტრუქტურა.
პროექტი ფინანსდება, როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი სრული ღირებულება შეადგენს 4 600 000 ლარს.
