რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძესახელაშვილის დასახლების კეთილმოწყობის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო

by magda

07.11.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ლობჟანიძესთან ერთად, სახელაშვილის დასახლების კეთილმოწყობის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ქუჩის და საფეხმავლო ზოლის მოასფალტება, გიგა სახელაშვილის მემორიალის მოპირკეთება, ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა, საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი, დეკორატიული ღობეების მოწყობა, ასევე, განათებების მონტაჟი და ტერიტორიის გამწვანება.
სამუშაოების ღირებულებამ 335 223 ლარი შეადგინა და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის მიმდინარეობას, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები გაეცნენ

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content