რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სასპორტო სკოლის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

by magda

07.11.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, პირველ მოადგილე ქრისტინა კობახიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ლობჟანიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სასპორტო სკოლის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რეგიონის ხელმძღვანელმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შეაფასა სამუშაოების მიმდინარეობა და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია შესრულების ხარისხისა და ვადების შესახებ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მათთვის შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ფინანსდება როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ჯამური ღირებულება 314 000 ლარია

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content