ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა მერიის პროექტის ფარგლებში ონის, გლოლისა და ღარის ბიბლიოთეკებს საოფისე ტექნიკა გადასცა

by magda

21.01.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა მერიის პროექტის ფარგლებში ონის, გლოლისა და ღარის ბიბლიოთეკებს საოფისე ტექნიკა გადასცა.

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ქალების განვითარების ხელშეწყობას და ბიბლიოთეკების მოდერნიზებას, ქ. ონსა
და ორ ადმინისტრაციულ ერთეულში – გლოლასა და ღარში, გარემონტების და თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდების გზით.

პროექტის გრანტის მოცულობა დაახლოებით 100 000 ლარია და მისი განხორციელების ვადა 10 თვეს მოიცავს.
ონის მუნიციპალიტეტმა პროექტი ბულგარეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა. წარდგენილი ინიციატივა ემსახურება გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებას საქართველოს მთიან რეგიონში, რაჭაში, განსაკუთრებული აქცენტით ადმინისტრაციული გამყოფი საზღვრის მიმდებარე თემებზე.”

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content