ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

by magda

04.09.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში არსებული მნიშვნელოვანი თემები, იმსჯელეს მუნიციპალიტეტში 2025 წელს განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების მდგომარეობაზე, ასევე არსებულ გამოწვევებზე და მათი დროულად მოგვარების გზებზე. ისაუბრეს სოფლებში გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებზე, რომლის გათვალისწინება შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მომდევნო წლების პრიორიტეტების დაგეგმვისას.
განსაკუთრებული ყურადღება 6 სექტემბერს დაგეგმილი სახალხო დღესასწაულის “ონელობა – 2025”-ის აღნიშვნასთან დაკავშირებული სამზადისის პროცესს დაეთმო.
მერმა პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მოსახლეობის საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისა და მაქსიმალური კოორდინაციისკენ მოუწოდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content