0
12.07.2025წ.
ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ონში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.
100 ბავშვზე გათვლილ შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოწყობილია სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო, დასასვენებელი ოთახები და მრავალფეროვანი სათამაშო ეზო.
საბავშვო ბაღში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხო, კომფორტულ და სოციალიზაციაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდას. ონის საბავშვო ბაღი სახელმწიფო დაფინანსებით აშენდა და პროექტის ღირებულება 2.3 მილიონი ლარია.
იხილეთ ვრცლად:https://shorturl.at/d4AaA