0
18.06.2025წ.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, მოადგილე ალუდა თუთისანთან, ონის მუნიციპალიტეტის მერ სერგი ხიდეშელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კურორტ შოვში მემორიალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში კურორტ შოვში ე.წ „რკინის წყლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 2023 წლის 3 აგვისტოს ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალი აღიმართება.
პროექტი, რომლის ჯამური ღირებულებაც 182 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება აგვისტოში იგეგმება.