რეგიონებში კალათბურთის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსს, კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, NBA -ის ყოფილი წევრი – ნიკოლოზ ცქიტიშვილი და კალათბურთის ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა ონიანი ესტუმრნენ

by magda

13.06.2025წ.

რეგიონებში კალათბურთის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსს, კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, NBA -ის ყოფილი წევრი – ნიკოლოზ ცქიტიშვილი და კალათბურთის ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა ონიანი ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და სასპორტო სკოლის კომპლექსის წარმომადგენლებთან ერთად, FIBA-ს პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც გულისხმობს რეგიონებში კალათბურთის განვითარებისთვის სხვადასხვა აქციების ჩატარებას.
FIBA-ს პროექტის ფარგლებში სასპორტო სკოლის კომპლექსს კალათბურთის წრის ბავშვებისთვის გადმოეცათ, ანგარიშის ელექტრო ტაბლო, ბურთები, ფარები და სხვადასხვა საკალათბურთო ინვენტარი.
შეხვედრის ფარგლებში NBA -ის ყოფილმა წევრმა – ნიკოლოზ ცქიტიშვილმა პატარა სპორტსმენებს მასტერკლასი ჩაუტარა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content