სოფელ ნაკიეთში მდინარე ოჟანურზე ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

by magda

04.06.2025წ.

სოფელ ნაკიეთში მდინარე ოჟანურზე ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ხიდის სამშენებლო სამუშაოებს პირველ მოადგილესთან ერთად გაეცნო.
მერმა კომპანიის წარმომადგენლებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ახალი ხიდი სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო საავტომობილო გადაადგილებას.
ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 149 800 ლარს შეადგენს

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content