by magda

16.05.2025წ.

თეატრალური ფესტივალი “რაჭა 2025” დასრულდა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თეატრალური ფესტივალი პირველად ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში, მაყურებელმა ამბროლაურის კულტურის ცენტრის სცენაზე სხვადასხვა რეგიონის თეატრალური დასის მიერ დადგმული სპექტაკლები იხილა.
ფესტივალის მონაწილეები, სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ.
ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით – „ვოდევილები“ წარსდგა, სპექტაკლი, რომლის რეჟისორია ნინო ბერელიძე, აერთიანებდა ორ პიესას: „უჩინმაჩინის ქუდი“ და „სიყვარულის სასმელი“.
თეატრალური ფესტივალის “რაჭა 2025” დასასრულს ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის სახალხო თეატრი დაჯილდოვდა დიპლომით სპექტაკლში “ ვოდევილები” ახალგაზრდების წარმოჩენისთვის

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content