რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა

by magda

17.04.2025წ.

რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.
საჩუქრების დარიგების პროცესში ასევე ჩართული იყო რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნინების ფარგლებში დამტკიცებული პროგრამა/ქვეპროგრამით, 95 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს და ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 19 ბენეფიციარს გადაეცემა სასურსათო კალათა.
ადგილობრივი ხელმძღვანელობის განცხადებით, მსგავსი ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content