სტუდენტთა საყურადღებოდ

by magda

04.03.2025წ.

სტუდენტთა საყურადღებოდ!
2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის წარმატებული სტუდენტებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო.
აღნიშნული კონკურსი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემას, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დამთავრებული აქვთ ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების X, XI, XII კლასები, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველ და მეორე საფეხურზე მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (91 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის, 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად.
კონკურსში გამარჯვებულ პირებზე, 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდიები გაიცემა არაუგვიანეს 2025 წლის 20 მაისს და ერთობლივად მოიცავს 4 სასწავლო თვეს.
სტიპენდიის მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტების ნუსხა:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტმა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება;
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი;
2 ფერადი ფოტოსურათი (3×4);
მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ცნობა, რომ ბოლო სამი წელი (X, XI, XII კლასები) სწავლობდა ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში;
ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით;
თუ განმცხადებელი ბაკალავრია – ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების შესახებ;
თუ განმცხადებელი მაგისტრანტია – ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების შესახებ;
საბანკო რეკვიზიტები.
მერია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
განაცხადების მიღების ვადები:
2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდიების მისაღებად განაცხადების მიღება იწარმოებს 2025 წლის 1 აპრილამდე.
გადაწყვეტილების მიღების წესი და სტიპენდიების გაცემა
სამსახური, შემოსული განცხადების განხილვის შედეგად, განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, გამოავლენს საუკეთესო შედეგების მქონე კონკურსანტებს.
კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
დოკუმენტების მიღება – პირველი ეტაპი;
დოკუმენტების განხილვა – მეორე ეტაპი.
დოკუმენტების მიღებას აწარმოებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება (მისამართი: ქ. ონი დავით აღმაშენებლის ქუჩა N40) ან კონკურსანტი დოკუმენტაციას ელექტრონულად წარმოადგენს ონის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონულ ფოსტაზე: onismeria@gmail.com.
რეგისტრირებული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურს.
სამსახური შეისწავლის დოკუმენტაციას და შეჰყავს ინფორმაცია კონკურსანტთა რეესტრში.
არასრული დოკუმენტაციის/მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, სამსახური აცნობებს კონკურსანტს აღნიშნულის შესახებ, განცხადებაში მითითებული საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით და აძლევს 5 სამუშაო დღეს ხარვეზის გამოსასწორებლად.
თუ კონკურსანტი არ გამოასწორებს ხარვეზს, სამსახური განაცხადს არ განიხილავს.
გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მითითებულ ვადებში წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია!
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს – მანანა ჩაგელიშვილი – ტელ: 555 35 92 29
გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content