26.02.2025წ.

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.
მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდა.
გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ონში დილიდან დაიწყო ქალაქის ცენტრალური და შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები
ასევე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალურ გზებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content