20.02.2025წ.

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.
მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან ერთად ადგილზე გაეცნო.
გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ონში დილიდან გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური და შიდა გზები.
ასევე, გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა სოფლებში: უწერა, გლოლა, ღები და ჭიორა.
ხვალ დილიდან აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება სამუშაოები და ეტაპობრივად მოიცავს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალურ გზებსა და პრობლემურ ადგილებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content