0
20.01.2025წ.
უხვი ნალექის გამო ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება.
დღეს დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
გაიწმინდა სოფელ სევის, ჭვებარის, სომიწოს, კომანდლის მიმართულებით საავტომობილო გზები, იწმინდება სოფელ საკაოს, მაჟიეთის, ხიდეშლების, ბაჯიხევის და ბარის სოფლები .
გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი.
უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის.
ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პრობლემების აღმოსაფხვრელად.
გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საჭიროების შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება.