0
28.11.2024წ.
დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში გრძელდება ყველა საჭირო ღონისძიებების გატარება.
კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთის ცენტრალური ფილიალის ონის მომსახურების წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის სრულად აღდგენილია ქ. ონში ელექრტოენერგიის მიწოდება, ხოლო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული უბნების დადგენის სამუშაოები; ირის, ქვედრულა – ქვედის, წედისის, სხანარის,ზვარეთის, ხეითის, შქმერის, ბოყვის , მრავალძლის, ქრისტესისა და ხირხონისის მიმართულებით.
გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ონში დილიდან მიმდინარეობს ცენტრალური და ქალაქის შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და ეტაპობრივად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზები და პრობლემური ადგილები.