რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე -გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მშენებელი კომპანიების იმ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ

by magda

11.07.2024წ.

11 ივლისს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე -გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მშენებელი კომპანიების იმ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს მიმდინარე და დასრულებული პროექტები.
ხელმძღვანელმა პირებმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების, მაქსიმალურად, მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება მოთხოვეს.
კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა საყურადღებო თემებზე, იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი- ლევან ცხვედიანი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content