25
12.04.2024წ.
კონკურსში – “შემოქმედებითი კომპასი საქართველო” – ონის მუნიციპალიტეტმა 5 000 ევროიანი გრანტი მოიპოვა.
11 აპრილს, სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვა. შედეგად, შეიქმნება მსგავსი სივრცეების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც შემდგომში გამოიყენება შემოქმედებითი მიზნებისთვის.
აღნიშნული პროექტი არის ევროკავშირის დაფინანსებული და გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებული.
პროექტის მიზანია რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, რაც გრანტების, ტრენინგების, შესაბამისი სივრცეების შექმნითა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებით განხორციელდება.