მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

by magda

28.09.2023

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის მარშრუტის ინტენსივობის და ტარიფების შესახებ განკარგულების პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის შესახებ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმის განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ.
6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ონის მუნიციპალური ფონდის” ლიკვიდაციის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით.
7. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომერის ინფორმაცია განვლილ ექვს თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
8. ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, სსიპ ერვნულის სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ინფრომაცია 2022 წლის ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გამოყოფილი და ათვისებული საშეშე მერქნის შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content