4
20.07.2023წ.
ქალაქ ონში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა. უფასო პროფილაქტიკური კონსულტაცია, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესიონალმა ექიმებმა გაუწიეს.
აქციის ფარგლებში, მოსახლეობას ჩაუტარდა სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები, გაეწიათ კონსულტაცია და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მიეცათ შესაბამისი დანიშნულება.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის მრავალპროფილური კვლევებითა და პროფესიონალი ექიმების უფასო კონსულტაციით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ისარგებლეს.