ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, რაჭის ეროვნული პარკის დირექტორთან – გიორგი ბეთხოშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

by magda

17.05.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, რაჭის ეროვნული პარკის დირექტორთან – გიორგი ბეთხოშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. რაჭის ეროვნული პარკის დირექტორმა ახალი დაცული ტერიტორიის მნიშვნელობაზე, ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებაზე ისაუბრა.
გიორგი ნოდარიშვილმა, წარმომადგენლებს შეხვედრაზე განხილული ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელების უზრუნველყოფა დაავალა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის სწორი ინფორმირება მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ღია დიალოგის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ეროვნული პარკის შექმნის მნიშვნელობასა და სარგებლობის უკეთ გაცნობის მიზნით, საინფორმაციო ფორმატის შეხვედრებს გამართავენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ალავერდ ხვედელიანი, ასევე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟირიტარი დეპუტატები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content